erimedia_ravk/vJkR7qOIR.jpeg

ეროვნული არქივის ფონდები 2023 წელს ახალი დოკუმენტებით შეივსო

ამბები
ეროვნული არქივის ფონდები 2023 წელს ახალი დოკუმენტებით შეივსო
ამბები

ეროვნული არქივის ფონდები 2023 წელს ახალი დოკუმენტებით შეივსო

erimedia_ravk/vJkR7qOIR.jpeg
29 დეკ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2023 წლის განმავლობაში 42 383 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 1851 ფოტო, 139 კინოდოკუმენტი, 646 ფონოჩანაწერი, 19 რუკა, 116 წიგნი და 600-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი შეემატა.

ეროვნული არქივის ინფომაციით, დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.

მათ შორის აღსანიშნავია: თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის საარქივო მასალა – აფიშები, სპექტაკლების პროგრამები, მუსიკალური ნოტები; კინოფილმების – „დიდი მწვანე ველი“, „პირველი მერცხალი“, „სინემა“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ამაღლება“ და სხვ. – გადასაღები მოედნების ფოტოები; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შექმნილი ფოლკლორული ანსამბლებისა და ცალკეული შემსრულებლების ჩანაწერები.

არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი შენაძენია 1648 წელს ნიკოლა სანსონის მიერ შედგენილი და გამოცემული „შავი ზღვის რუკა“, ჟოზეფ ნიკოლა დელილის 1776 წელს გამოცემული „საქართველოს რუკა“ და ნიკოლა სანსონისა და ძმებ გიიომ და ჟოზეფ ნიკოლა დელილების მიერ შედგენილი შავი ზღვისა და საქართველოს კატროგრაფიული რუკები; ასევე, კარტოგრაფიული გამოცემები – IMPERII PERSICI IN OMNES SUAS PROVINCIAS, კარტოგრაფი, იოჰან ბატისტ ჰომანი, ნიურნბერგი, 1720 წელი; TURCOMANIE, GEORGIE, COMANIE, კარტოგრაფი – ნიკოლა სანსონი, პარიზი, 1653 წელი.

დოკუმენტების დედნების უკეთ დაცვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის 2023 წელს ციფრულ ფორმატში გადავიდა წერილობითი დოკუმენტების 1 743 792 გვერდი, 9 995 ფოტო; 132 კინოდოკუმენტი და 120 აუდიოჩანაწერი.

საქართველოს ეროვნული არქივის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო