erimedia_ravk/z3FPVl5VR.jpeg

ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს

ამბები
ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს
ამბები

ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს

erimedia_ravk/z3FPVl5VR.jpeg
20 დეკ

საქართველოს ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკი მონეტების გაყიდვას 20 დეკემბრიდან იწყებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას "საქართველოს მეფეების" სერიიდან და ამჯერად, 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის. ამ მონეტების გამოშვება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, მათი დამზადებისა და, შესაბამისად, გამოშვების პროცესი ობიექტური მიზეზების გამო, ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში გარკვეულწილად გაჭიანურდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იწყებს მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის მონეტების ეტაპობრივად გაყიდვას. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია და მათი შეძენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

2022 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.

2023 წლის 3 იანვრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge

2023 წლის 16 იანვრიდან დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ - მაღაზიის საშუალებით - ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

ვახტანგ გორგასლის ვერცხლის საკოლექციო მონეტების გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი და მასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდება

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო