erimedia_ravk/VVNxxVa4R.jpeg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციაზე ე.წ. კონცერტის გამართვის წინააღმდეგია

ამბები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციაზე ე.წ. კონცერტის გამართვის წინააღმდეგია
ამბები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციაზე ე.წ. კონცერტის გამართვის წინააღმდეგია

erimedia_ravk/VVNxxVa4R.jpeg
9 მარ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციაზე დღეს ე.წ. კონცერტის გამართვის იდეას არ მიესალმება, თუმცა საპროტესტო აქციას მაინც უერთდება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ უწევს ორგანიზებას და არ მიესალმება ე.წ. “კონცერტის” იდეას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე.

კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან. ნებისმიერი ხელოვანის ნებისმიერი პერფორმანსი ამ კონკრეტული პირის პირადი გამოხატვა იქნება და არავითარი კავშირი არ ექნება ჩვენი პარტიის ნებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას და მოითხოვს: 1. რუსული კანონის გაწვევის/გაუქმების დაუყოვნებლივ გაფორმებას, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად; 2. ევროინტეგრაციისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებას.

ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ევროპაში! ძალა ხალხშია! ძალა პროტესტშია! ძალა ჩვენშია! აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დაანონსებული აქციის აქცია-კონცერტად გადაქცევის იდეით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე გამოვიდა და მომღერლებსა და ხელოვანებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ ყველა მომღერალს, ყველა ხელოვანს, შემოგვიერთდით დღეს, 19:00 საათზე აქციაზე. ერთად ვაქციოთ დღევანდელი აქცია, აქცია-კონცერტად. გაზის ცრემლები, სიხარულის ცრემლებად შევცვალოთ. ერთად გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს“,- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო