„ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“ - შემოდის თუ არა საქართველოში დაბალი ხარისხის ფქვილი

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
„ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“ - შემოდის თუ არა საქართველოში დაბალი ხარისხის ფქვილი
ამბებიწყარო: www.bpn.ge

„ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“ - შემოდის თუ არა საქართველოში დაბალი ხარისხის ფქვილი

22 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/G9Qsk7WVg.jpeg

ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისში მოქმედი მცირე ზომის საცხობები პურის ფქვილის ხარისხზე ჩივიან. ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როცა ისინი იმპორტიორს ფქვილს უკან უბრუნებენ. დაბალი ხარისხის ფქვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს პურის მწარმოებელთან ასოციაციის ხელმძღვანელი. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ „ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“.

,,რაც შეეხება ხარისხს, ყველა იმპორტიორმა არაჩვეულებრივად იცის, როგორი ხარისხის ფქვილი მოაქვთ, რომელ რეგიონში და რა ფასად ყიდულობენ იმის მიხედვით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რუსულ ფქვილს ფასით და ხარისხით ალტერნატივა არ აქვს, თუმცა იქაც არის ყველა ხარისხი და იქედან შემოტანისას, ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სიტუაციას, მალხაზ დოლიძის თქმით, ახლა ყველაფერი ახალ მოსავალზეა დამოკიდებული. მათ შორის ფასიც პურზე.

„ახლა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ფქვილისა და რუსეთიდან შემოტანილის ფასი ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს ყოფილა. იმპორტირებულის ფასი 77-79 ლარია, ადგილობრივის 80-83. ეს ძალიან მცირე სხვაობაა. ამას ემატება ჩვენთვის მეპურეებისთვის გაზრდილი ტარიფები გაზზე და წყალზე. ეს ყველაფერი თვითღირებულებას ძალიან ზრდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში, პურზე ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ.

ახლა ალოობა. ქვეყანამ საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო. გარდა ამისა, რუსეთი და სხვა, დიდი მწარმოებელი ქვეყნებიც ახალი მოსავლის აღების პარალელურად, ძველისგან თავისუფლდებიან და შესაბამისად, სხვა ბაზრებისთვის მეტი შესაძლებლობა ჩნდება. როგორც ვიცი, ხორბლის იმპორტიორებმაც დაიწყეს უკვე ცოტას შემოიტანა“, -ამბობს მალხაზ დოლიძე.

თამარ მუკბანიანი - ავტორი:

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო