ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
20 აგვ
ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც სიდნეიში, სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა, ესპანელები ინგლისელებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 1:0 სძლიეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ გაიტანა. მატჩის მეორე ნახევარში ესპანელებს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდათ, თუმცა საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი მეკარე მერი ერპსმა მოიგერია.
ესპანელი ფეხბურთელები პირველად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები ქალთა შორის.