ესტონეთის პრემიერ მინისტრი - პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას და მიზანში აქვს ამოღებული საქართველო, მისი შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის დახმარებაა

ამბები
ესტონეთის პრემიერ მინისტრი - პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას და მიზანში აქვს ამოღებული საქართველო, მისი შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის დახმარებაა
ამბები

ესტონეთის პრემიერ მინისტრი - პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას და მიზანში აქვს ამოღებული საქართველო, მისი შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის დახმარებაა

9 ოქტ

erimedia_ravk/gKwcgkSVR.webp
ფოტო: Sean Gallup/Getty Images

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განცხადება ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში გააკეთა.

კაია კალასის განცხადებით, ამის მიზეზი ომისგან დაღლილობა და ის პრობლემებია, რომელებიც გამოაშკარავდა.

„ახლა ძალიან ცოტა ისეთი ელემენტია დარჩენილი, რის წინააღმდეგაც სანქციების დაწესება შეგვიძლია. ამაშია პრობლემა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ესტონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს, რათა მან სხვა ქვეყნების დაპყრობაც არ გადაწყვიტოს.

"უკრაინის შემდეგ პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები. პუტინს ეს არასდროს დაუმალავს. მის შესაჩერებლად ერთადერთი გზა უკრაინის დახმარებაა, რომ ეს ომი მოიგოს“, – აცხადებს კაია კალასი.

მისივე თქმით, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ იარაღად რუსეთს შეუძლია თავისი ქვეყნის ის მოქალაქეები გამოიყენოს, რომლებიც სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით რუსეთს ტოვებენ.

გასულ კვირას ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო