ესტონეთის პრემიერი - კრემლი აშანტაჟებს საერთაშორისო საზოგადოებას და უნდა, რომ შეგვაშინოს და უკრაინის დახმარება შეგვაწყვეტინოს - ევროპა არ დაიღლება
21 სექტემბერი, 2022
პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა საერთაშორისო საზოგადოების შეშინებას ისახავდა მიზნად, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა კრემლის ხელმძღვანელობა უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ საუბრობს. მათ უნდა აჩვენონ, რომ იღებენ ინიციატივას. თუ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ტრადიციული გზით, ისინი იმუქრებიან ბირთვული იარაღით და ეძებენ გზებს პოლიტიკური გამარჯვების დემონსტრირებისთვის. პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა საერთაშორისო საზოგადოების შეშინებას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეებს, მიზანი იგივეა, რაც აქამდე იყო - ეს არის შიშის გაღვივება და ფართო საზოგადოების ტერორი. კრემლი აშანტაჟებს საერთაშორისო საზოგადოებას და უნდა, რომ შეგვაშინოს და უკრაინის დახმარება შეგვაწყვეტინოს. ევროპა არ დაიღლება; ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას“, - წერს ესტონეთის პრემიერი.