ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და აღნიშნული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ
4 აგვისტო, 2022

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოწოდებით გამოდის შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
Bloomberg-ის ცნობით, ესტონეთის პირველი დიპლომატი წინადადებით გამოდის, აღნიშნული ზომა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ.
რეინსალუმ დასძინა, რომ რუსეთი "უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას" ცდილობს.
მან მხარი დაუჭირა ლატვიის პოლიტიკას, სადაც ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რითაც "შეჭრას გმობენ".
ცნობისთვის, ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერების გარდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესეს
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
