ეუთო მისი თანამშრომლების წინააღმდეგ ოკუპირებულ ლუგანსკში გამოტანილ „განაჩენს“ გმობს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს
20 სექტემბერი, 2022

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ და ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ოკუპირებული ლუგანსკის "სასამართლოს" მიერ უკრაინაში ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გმობენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
”ჩვენი კოლეგები რჩებიან ეუთოს თანამშრომლებად და ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობებს 57-ვე მონაწილე სახელმწიფოსგან მინიჭებული მანდატით. მათი დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნული ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ ეუთო-ს თანამშრომლების გასამართლება „არაადამიანური და ამაზრზენია" და რომ ისინი ხუთ თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფებიან "წმინდად პოლიტიკური სპექტაკლის გამო."
შეგახსენებთ, გუშინ ლუგანსკის ე.წ. "სასამართლო" ეუთო-ს მისიის ორ თანამშრომელს „სახელმწიფო ღალატის“ გამო 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.