erimedia_ravk/GLSvCOCSg.jpeg

„ევროაქტივი“ - ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი, კურსკის ოლქში რუსეთ-უკრაინის ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება

ამბები
„ევროაქტივი“ - ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი, კურსკის ოლქში რუსეთ-უკრაინის ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება
ამბები

„ევროაქტივი“ - ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი, კურსკის ოლქში რუსეთ-უკრაინის ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება

erimedia_ravk/GLSvCOCSg.jpeg
14 აგვ

უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ინტენსიურ ბრძოლებს მილსადენთან, რომლითაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს გაზით ამარაგებს, მიწოდების პროცესი არ შეუფერხებია.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზის კომპანიები ავრცელებენ.

2022 წელს ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, რის შედეგადაც ავსტრია ევროკავშირის ის ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსეთისგან მიწოდებაზე.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე სახის წნევის შემცირების შესახებ. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, არ არსებობს რაიმე დარღვევების ნიშნები“, – აღნიშნა კომპანია Gas Connect-ის ავსტრიის წარმომადგენელმა.

ამასთან, რუსულ „გაზპრომში“ აღნიშნეს, რომ უკრაინაში ტრანზიტული გაზის მიწოდებას კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის გავლით განაგრძობენ.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ავსტრიაში მიწოდების პრობლემა მოსალოდნელი არ არის, რადგან შენახვის დონე მაღალია, ასევე რუსული გაზის მიწოდება შეიძლება შეიცვალოს გერმანიის ან იტალიის გავლით. თუმცა, თუ მიწოდება დაუყოვნებლივ შეწყდება, ავსტრია ეკონომიკურად დაზარალდება, კერძოდ, გერმანული გაზის შენახვის საფასურის გამო“,- აღნიშნავენ ავსტრიის ენერგომარეგულირებელ E-Control-ში.

„ევროაქტივი“ წერს, რომ გერმანიაში გაზის შენახვის საფასური 2022 წლიდან იზრდება, შესაბამისად, ამ ქვეყნის გავლით ავსტრიისთვის გაზის იმპორტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სლოვაკეთის გავლით.

უკრაინის გავლით გაზის მიმღებთა უმეტესობა აცხადებს, რომ ემზადებიან მიწოდების შეწყვეტისთვის წლის ბოლოსთვის, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურება, რადგან უკრაინაში განაცხადეს, რომ არ სურთ შეთანხმების განახლება.

უკრაინას სლოვაკეთთან, პოლონეთთან, რუმინეთსა და უნგრეთთან რვა ინტერკონექტორი აქვს, საიდანაც რუსული გაზი ევროპაში ხვდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო