ევროკავშირი უკრაინაში შეჭრისთვის პასუხისმგებელი რუსეთის 1 206 მოქალაქისა და 108 იურიდიული პირისთვის სანქციებს ნახევარი წლით ახანგრძლივებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ევროკავშირი უკრაინაში შეჭრისთვის პასუხისმგებელი რუსეთის 1 206 მოქალაქისა და 108 იურიდიული პირისთვის სანქციებს ნახევარი წლით ახანგრძლივებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრისთვის პასუხისმგებელი რუსეთის 1 206 მოქალაქისა და 108 იურიდიული პირისთვის სანქციებს ნახევარი წლით ახანგრძლივებს

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/FKYBjm74R.webp

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრისთვის პასუხისმგებელი რუსეთის 1 206 მოქალაქისა და 108 იურიდიული პირისთვის სანქციებს ნახევარი წლით ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით ექვსი თვით, 2023 წლის 15 მარტამდე, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომების ხანგრძლივობა მათთვის, ვინც პასუხს აგებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვისთვის ან საფრთხის შექმნისთვის“, - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს სამოგზაურო შეზღუდვებს ფიზიკური პირებისთვის, აქტივების გაყინვას და ფონდებსა ან სხვა ეკონომიკური რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული უნდა იყოს. რუსეთი, ბელარუსი და ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, პასუხს აგებს თავიანთ ქმედებებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - წერია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო