erimedia_ravk/PTOmczhIg.jpeg

ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე დაპატიმრებული ლაშა შარუხია გირაოთი გაათავისუფლეს

ამბები
ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე დაპატიმრებული ლაშა შარუხია გირაოთი გაათავისუფლეს
ამბები

ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე დაპატიმრებული ლაშა შარუხია გირაოთი გაათავისუფლეს

erimedia_ravk/PTOmczhIg.jpeg
6 თებ

ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე ედება ბრალი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (2000 ლარი) შეუცვალა.

შარუხიას გათავისუფლებას სასამართლოს დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ. ბრალდებულის მხარდასაჭერად ხალხი სასამართლოს შენობის გარეთაც იყო შეკრებილი.

პროცესის შემდეგ ადვოკატმა სერგი ხურციძემ თქვა, რომ „თვე-ნახევრიანი ბრძოლა, რაც გაიმართა საზოგადოებასა და სახელმწიფო ბრალდებას შორის, დასრულდა იმით, რომ სახელმწიფოს მოუწია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენც, რა თქმა უნდა, საფუძველი მივეცით მტკიცებულებების წარდგენით. შესაბამისად, მოხდა ის, რომ ეს ადამიანი დღეს არის თავისუფლებაში".

საქმის არსებითი განხილვა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაინიშნება. ბრალდებული ვალდებულია სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს.

პროკურატურის განმარტებით, შარუხიას ბრალი ედება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო