ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის
ამბებიწყარო: 1tv.ge

ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის

4 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/yMtZEPk4R.jpeg

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის. ეს ჯგუფები იმუშავებს – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.

კომიტეტის სხდომის შემდეგ ჩანიშნულია დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან წინადადებების წარდგენას ელოდება.

წინა შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს დეოლიგარქიზაციის საკითხზე უკრაინული მოდელი წარუდგინა, რის თაობაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის პოზიციები გაიყო. ოპოზიციის ნაწილი უკრაინული კანონმდებლობის მსგავსი ცვლილებების მიღების წინააღმდეგია. მათ მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვის წარდგენა შესთავაზა.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, წინა შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა დრო ითხოვეს იმისთვის, რომ მათ უკრაინულ მოდელზე საკითხები დაემუშავებინათ და მათი წინადადებები წარმოედგინათ.

„დღეს ვიკრიბებით, რომ ეს წინადადებები გავცვალოთ. იმედია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს საკითხები დაამუშავეს და თავის პოზიციებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ავტორი - თეონა მანაგაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო