ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/PTLxK_W4g.jpeg

ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ, პრაღაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს მინისტრებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა, ძირითადად უკრაინაში რუსეთი აგრესიის კონტექსტში. ჩვენ ჩაგვერთო უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ბატონი რეზნიკოვი, რომელმაც მოგვაწოდა განახლებული ინფორმაცია ომის შესახებ და იმ საჭიროებებზე, რომელიც უკრაინას ესაჭიროება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ საჭიროებებს და ერთხმად შევთანხმდით ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან და მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„საჭიროებები არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. საჭიროებები ასევე გულისხმობს მათი ძალების გარდაქმნას, თუ როგორ უნდა აწარმოონ ომი, ჯარისკაცების გადამზადებას. მზად არის რამდენიმე საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეს გამართული შეხვედრა იყო არაფორმალური, ხოლო არაფორმალურ შეხვედრაზე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ გადაწყდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ უკრაინელებთან კონტაქტს და მეორე მხრივ, კანონიერი და საოპერაციო პარამეტრების განსაზღვრას, საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო