ევროკომისარი პაოლო ჯენტილონი - ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს ენერგეტიკულ კონტრაქტებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ევროკომისარი პაოლო ჯენტილონი - ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს ენერგეტიკულ კონტრაქტებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ევროკომისარი პაოლო ჯენტილონი - ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს ენერგეტიკულ კონტრაქტებს

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/6VNA-MGVg.webp

"ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს არსებულ ენერგეტიკულ კონტრაქტებს, მაგრამ, თუ ის ამას არ გააკეთებს, მზად არის, გამოწვევას გაუმკლავდეს," - ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ჯენტილონიმ ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ჩვენ ვთხოვთ მათ, პატივი სცენ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევიან, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის".

ჯენტილონიმ ასევე თქვა, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებას, რაზეც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გუშინ შეთანხმდნენ, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

”განვიხილეთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ფართო კოალიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრალია და სამხრეთ კორეა, შეიძლება დაინტერესდნენ ამ კოალიციაში გაწევრიანებით,” – აღნიშნა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა, რის მიზეზადაც საკომპრესორო სადგურზე არსებული გაუმართაობა დაასახელა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო