erimedia_ravk/5dWtveYIR.jpeg

არსებული ინფორმაციით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება

ამბები
არსებული ინფორმაციით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება
ამბები

არსებული ინფორმაციით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება

erimedia_ravk/5dWtveYIR.jpeg
14 მაი

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება.

ტელეკომპანიის ცნობით, ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ განცხადება სხვა ფორმატში გავრცელდება.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკიმაც.

მან სოციალურ ქსელში 13 მაისს დაწერა, რომ ევროკავშირი ამზადებდა ერთობლივ განცხადებას საქართველოს შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ კანონის შესახებ საბოლოო კენჭისყრა იქნებოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს იქნებოდა მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება, თუმცა უნგრეთსა და სლოვაკეთს ჰქონდათ გარკვეული დათქმები.

მოგვიანებით, მან ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროკავშირმა უარი თქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელების იდეაზე“.

„ახლა საუბარია იმაზე, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი რაიმე სახის განცხადების შედგენას“, – დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო