ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/9UyuTmM4R.jpeg
ფოტო: REUTERS

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა გააკეთა.

„გაზპრომის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ცრუ მიზეზით ისევ ხურავს „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად არასანდოა ის, როგორც მომწოდებელი. ეს ასევე ადასტურებს რუსეთის ცინიზმს, რამდენადაც ამჯობინებს, დაწვას გაზი, იმის ნაცვლად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს“, – წერს მამერი „ტვიტერში“.

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ პარასკევს გააკეთა განცხადება, რომ, არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე, გაზსაქაჩ აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო