erimedia_ravk/hGCdNbDIg.webp

ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას

ამბები
ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას
ამბები

ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას

erimedia_ravk/hGCdNbDIg.webp
12 დეკ

ევროკომისიის მიერ წარდგენილი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს, ითვალისწინებს გამჭვირვალობის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციას.

წარდგენილი პაკეტის მიხედვით, რეგისტრაცია მოეთხოვება ყველა სუბიექტს, რომლის საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ან განაახლონ არსებული ეროვნულ რეესტრები ამ მიზნისთვის. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ამგვარი სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ძირითადი ელემენტების გასაჯაროებას, კერძოდ – მიღებული წლიური თანხის, დაინტერესებული მესამე ქვეყნების და საქმიანობის მთავარი მიზნების.

„ამ წინადადებით, ევროკომისია მიისწრაფვის, წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ გლობალური მასშტაბით სტანდარტების ჩამოყალიბებაში იმასთან დაკავშირებით, როგორ გავუმკლავდეთ უცხოურ გავლენას რაციონალური და პროპორციული გზით, ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემით“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

ევროკომისიამ დღეს წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. საკანონმდებლო ინიციატივა ბრიუსელში ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა დუბრავკა შუიცამ წარადგინეს.

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ევროპულმა კომისიამ მიიღო დემოკრატიის დაცვის პაკეტი 2024 წლის ევროპული არჩევნების წინ. ამ პაკეტის ცენტრალური ნაწილი არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გააძლიერებს მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის ქმედებების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას. საუბარია მესამე ქვეყნების სახელით ისეთ საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენისკენ. დემოკრატიის დაცვის პაკეტი ასევე მოიცავს ორ რეკომენდაციას თავისუფალ, სამართლიან და მდგრად არჩევნებთან, პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ პაკეტის მიზანია უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავება მეტი გამჭვირვალობის საშუალებით და ამავე დროს დემოკრატიებში მოქალაქეების მონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების 81%-ს სჯერა, რომ უცხოური ჩარევა დემოკრატიულ სისტემებში არის სერიოზული პრობლემა და საჭიროებს რეაგირებას.

„დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო“, -აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იოროვამ განაცხადა, რომ წარდგენილი კანონპროექტი არ არის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი.

„ეს არ არის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი. ის არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის სანქციებს, რამე საქმიანობის აკრძალვას ან რაიმე სახის დისკრიმინაციული იარლიყების მიკუთვნების შესაძლებლობას. ასე რომ, ამ ინიციატივით, ჩვენ ვადგენთ დემოკრატიულ სტანდარტს ამ საკითხზე რეაგირებისთვის საკუთარი თავის ჩაკეტვის ან რამე საქმიანობის შეზღუდვის გარეშე“, – აღნიშნა იუროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირი ვერ უგულვებელჰყოფს იმ რისკებს, რომლებიც დემოკრატიას გარედან ემუქრება.

„დემოკრატია ევროპაში არის მდგრადი, თუმცა ის საჭიროებს მუდმივ ზრუნვასა და დაცვას არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტების, არამედ ყველა ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით მოქალაქეების. ჩვენი მზიანია, მეტი ინსტრუმენტი მივცეთ მათ, ვინც ზრუნავს დემოკრატიაზე, რათა კონტროლი და ბალანსი იყოს უფრო ეფექტიანი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ რისკებს, რომლებიც დემოკრატიას გარედან ემუქრება“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო