erimedia_ravk/cHSaP9VIg.webp

ევროკომისიის რეკომენდაციებს ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

ამბები
ევროკომისიის რეკომენდაციებს ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა
ამბები

ევროკომისიის რეკომენდაციებს ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

erimedia_ravk/cHSaP9VIg.webp
9 ნოე

ევროკომისიის რეკომენდაციებს ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. „ევროპამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპულ სახლშია ჩვენი ადგილი, მაგრამ რუსებით ვერ შევალთ მაგ სახლში“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღების შემთხვევაშიც კი, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ, რეალურად კი არ ვუახლოვდებით, არამედ ვშორდებით ევროპას, დასავლეთს“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ანა ბუჩუკურს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა ეს შანსი ქართველ ხალხს მისცა.

განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი ვაშაძეს. ის თვლის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა.

„ოპოზიცია, ყოჩაღ! სამოქალაქო საზოგადოება, ყოჩაღ! ოპოზიცია ხუთიანი, „ქართული ოცნება“ დაჯექი, ორიანი. ხელისუფლებას არ უხარია კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო