erimedia_ravk/HCt2yZSVR.jpeg

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

ამბები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

erimedia_ravk/HCt2yZSVR.jpeg
10 ოქტ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე.

ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის საქართველო ძალისხმევას არ იშურებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ვესელინ ვალკანოვი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროპული პერსპექტივის აღიარებას მიესალმა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრისას, მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, მხარეებმა, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომის შედეგად, რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერა გამოხატა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო