ევროვიზია 2023 ლივერპულში გაიმართება

ამბები
ევროვიზია 2023 ლივერპულში გაიმართება
ამბები

ევროვიზია 2023 ლივერპულში გაიმართება

7 ოქტ

erimedia_ravk/pAArj94VR.webp

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა ლივერპულს 2023 წლის ევროვიზიის კონკურსის მასპინძელ ქალაქად არჩევა მიულოცა.

"ვულოცავ ლივერპულს, ევროვიზია 2023-ის მასპინძელ ქალაქად არჩევას. ლივერპული, რომელსაც თვითონაც საამაყო მუსიკალური მემკვიდრეობა აქვს, დაუვიწყარ შოუს გპირდებათ, რომლითაც უკრაინის მდიდარი კულტურა და შემოქმედებითი უნარები აღინიშნება", - დაწერა ლიზ ტრასმა "ტვიტერში".

ღონისძიების მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლაში, ფინალურ ეტაპზე, ლივერპული შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს დაუპირისპირდა.

მანამდე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გადაწყვეტილება მიიღო, რომ ევროვიზია 2023 უკრაინის ტერიტორიიდან (რომელიც ევროვიზია 2022-ის გამარჯვებულია), უსაფრთხოების მიზნით, სხვა ქვეყანაში გადაეტანათ. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელი შემდეგ წელს პირდაპირ კონკურსის ფინალში იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო