Facebook-ის შემოსავლები პირველად შემცირდა — TikTok-თან კონკურენციის გამო, კომპანია რადიკალურ ცვლილებებს იწყებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
Facebook-ის შემოსავლები პირველად შემცირდა — TikTok-თან კონკურენციის გამო, კომპანია რადიკალურ ცვლილებებს იწყებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

Facebook-ის შემოსავლები პირველად შემცირდა — TikTok-თან კონკურენციის გამო, კომპანია რადიკალურ ცვლილებებს იწყებს

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/oTNrsMz4R.jpeg

ფეისბუქის შემოსავლების უწყვეტი ზრდის ათწლეული დასრულდა.

სოციალური ქსელი იუწყება, რომ მის ისტორიაში პირველად, ამ წლის მეორე კვარტალში, შემოსავლების წლიური კლება დაფიქსირდა. აპრილი-მაისი-ივნისში, შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ერთი პროცენტით შემცირდა და 28,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია პროგნოზირებს, რომ ვარდნა მესამე კვარტალში შეიძლება უფრო დიდი იყოს. მშობელი კომპანია „მეტას“ მთლიანი მოგება 36 პროცენტით შემცირდა და 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე კვარტალში, ქვედანაყოფმა Reality Labs-მა, რომელიც მარკ ცუკერბერგის „მეტავერსს“ ქმნის, 2,8 მილიარდი დოლარი დაკარგა. სოციალური მედიის კომპანიები ჯერ კიდევ ცდილობენ გაუმკლავდნენ „ეფლის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილების გავლენას, რამაც გაართულა რეკლამის მიზანმიმართვა სმარტფონის მომხმარებლებზე მათ ონლაინაქტივობაზე დაყრდნობით. ამასობაში, „მეტა“ სასტიკ კონკურენციაშია TikTok-თან, რისთვისაც რადიკალურ ცვლილებებს ახორციელებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, რისთვისაც აქცენტს აკეთებს მოკლე ვიდეოებსა და პოსტებზე, რომლებსაც სისტემა მომხმარებლებს ურჩევს. ანალიტიკოსებთან საუბრისას, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გაორმაგდება იმ კონტენტის პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ხალხი ხედავს მათ მიერ გამოუწერელი ანგარიშებისგან. მისივე განცხადებით, ამისათვის საჭირო ხელოვნური ინტელექტის შექმნა საკმაოდ დიდ ინვესტიციას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტას შემოსავალი მცირდება, ფეისბუქმა მაინც მოახერხა ყოველდღიურ მომხმარებელთა სამი პროცენტით ზრდა, 1,97 მილიარდამდე. მეტას ცნობით, ამჟამად, ყოველდღიურად 2,88 მილიარდი მომხმარებელი იყენებს მის სოციალურ აპლიკაციებს — ფეისბუქს, მესენჯერს, ინსტაგრამსა და ვოტსაპს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4-პროცენტიანი ზრდაა. ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუქზე სახეზეა „ჩართულობის ტენდენცია“, რომელიც „მოსალოდნელზე ძლიერი“ აღმოჩნდა, რაც დიდწილად ვიდეოების მოხმარების ზრდის დამსახურებაა. მისი თქმით, კომპანიის მოკლე ფორმატის ვიდეოები, Reels-ები, რომლებიც TikTok-თან კონკურენციისთვუს არის გამიზნული, უფრო სწრაფ მონეტიზაციას უზრუნველყოფს, ვიდრე Storie-ები — ფორმატი, რომლებიც მან რამდენიმე წლის წინ Snapchat-ისგან დააკოპირა. გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია ვარაუდობს, რომ შემოსავლების მთავარი წყარო Reels-ები გახდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მისი მთავარი პრიორიტეტი სწორედ Reels-ია და მათგან დიდ ფულს არ აკეთებს. მომზადებულია theverge.com-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო