FDA-მ კიბოს მკურნალობაში თურქი ექიმის ახალი მეთოდი დაამტკიცა - Obsidio-ს საბაზრო ღირებულებამ 400 მლნ დოლარს მიაღწია
19 ივლისი, 2022
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი დაამტკიცა, რომელიც თურქმა ინტერვენციულ რადიოლოგმა, პროფესორმა, რაჰმი ოკლუმ შეიმუშავა. ინფორმაციას Hürriyet ავრცელებს.
ახალი მეთოდი კიბოს სიმსივნის ზრდის შესაჩერებლად ჰიდროგელის ინტრავენურად შეყვანას გულისხმობს. ის სისხლის ნაკადის ინტრავასკულარული ოკლუზიების ან ანევრიზმების გაკონტროლების საშუალებას იძლევა და სიმსივნეებში სისხლის ნაკადს ამცირებს. პერსპექტიული ემბოლიური აგენტი, რომელიც ვენის მეშვეობით მინიმალური ინვაზიური მიწოდებისთვის არის განკუთვნილი, მალე აშშ-ში გამოვა და მას „Obsidio“ დაერქმევა.
კიბოს მკურნალობაში ინტრავენური ბიომასალა FDA-მ პირველად დაამტკიცა, რადგან მეთოდი, რომელიც კიბოს ზონაში პირდაპირი წვდომის საშუალებას იძლევა, ანევრიზმის მკურნალობაში ახალ მიდგომას წარმოადგენს. ჰიდროგელი, რომელიც გამოყენებული იქნება ემბოლიისა და კიბოს სამკურნალოდ, მსოფლიოში ცნობილი მაიოს ამერიკული კლინიკის ლაბორატორიაში შეიმუშავეს, ხოლო მისი კლინიკური კვლევები სტამბოლის უნივერსიტეტის ჩერახფაშას სამედიცინო ფაკულტეტზე ჩატარდა. კვლევები ამ ფაკულტეტის პროფესორმა, ფათიჰ გიულშენმა ჩაატარა, რამაც ლაბორატორიულად აჩვენა, რომ მეთოდი ეფექტურია.