G7-ის ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს
23 სექტემბერი, 2022

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს.
„რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ მოწყობილ ამ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“ არავითარი იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია არ აქვს, რასაც მოწმობს რუსეთის ნაჩქარევი საორგანიზაციო მეთოდები, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიულ ნორმებს და ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას ეფუძნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე გმობენ რუსეთის მიერ ესკალაციისკენ გადადგულ მიზანმმართულ ნაბიჯებს, მათ შორის ნაწილობრივ მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო