erimedia_ravk/COghfnkIg.jpeg

გაბონში სამხედრო მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ განაცხადეს

ამბები
გაბონში სამხედრო მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ განაცხადეს
ამბები

გაბონში სამხედრო მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ განაცხადეს

erimedia_ravk/COghfnkIg.jpeg
30 აგვ

გაბონში სამხედრო მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ განაცხადეს. თორმეტმა ოფიცერმა მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა.

მათი თქმით, ისინი გაბონის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს სრულად წარმოადგენენ. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დათხოვნისა და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ განაცხადეს.

მიმართავში სამხედრო მაღალჩინოსნებმა გასული კვირის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.

ოფიცრებმა სამხედრო გადატრიალების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ქვეყნის საარჩევნო ცენტრმა მოქმედი პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. საარჩევნო ორგანოს მონაცემებით, ბონგომ ხმების 64, 27 პროცენტი მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს. საარჩევნო ცენტრის მონაცემებით, მისმა მთავარმა მეტოქემ, ალბერტ ონდო ოსამ ხმების 30, 77 პროცენტი მიიღო.

ამჟამად პრეზიდენტ ბონგოს ადგილსამყოფელი უცნობია. „ბიბისის“ ცნობით, მისი თანამდებობიდან გადაყენება ბონგოს ოჯახის 53-წლიანი მმართველობის დასრულება იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო