გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/6d8TB3WVR.jpeg

კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული – გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების შესახებ მომზადებულ ანგარიშზე, რომელზეც პეკინი მოუწოდებდა გაერო-ს, არ გამოექვეყნებინა მასალა და დასავლეთის მიერ მოწყობილ ფარსს უწოდებს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს წამების ისეთი „სანდო მტკიცებულებები“, რომლებიც უტოლდება „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“.

ისინი ადანაშაულებენ ჩინეთს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ბუნდოვანი კანონების გამოყენებაზე უმცირესობების უფლებების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების სისტემის დასამკვიდრებლად.

ანგარიშში საუბარია, რომ პატიმრები გახდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მოიცავდა სექსუალური და გენდერული ძალადობის ინციდენტებს.

ასევე, გახდნენ იძულებითი სამედიცინო ჩარევის მსხვერპლი, კერძოდ, „ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის კონტროლის პოლიტიკის დისკრიმინაციული აღსრულების“ მსხვერპლი.

გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ჩინეთმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად.

გაერო-ში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ზუსტი ცნობა, თუ რამდენი ადამიანი ჰყავს დაკავებული ხელისუფლებას. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები მილიონზე მეტ პირზე საუბრობენ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სინძიანის პროვინციაში ბანაკებში ჰყავთ განაწილებული.

სინძიანში 12 მილიონამდე უიღური ცხოვრობს და უმეტესობა მუსლიმია, თუმცა გაერო-ში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, არამუსლიმი უიღურებიც იყვნენ დაზარალებული.

პეკინი, რომელმაც აღნიშნული ანგარიში წინასწარ იხილა, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბანაკები ტერორიზმთან ბრძოლის ინსტრუმენტია.

ავტორი - სალომე თორაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო