გაერო-ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გაერო-ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გაერო-ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/tvEVvpWVR.webp

საქართველო შეუერთდა უკრაინისა და გაერო-ს კიდევ 50-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ერთობლივ, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, - ინფორმაციას საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რამაც, სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში, გამოიწვია ზიანი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილება და სიკვდილი.

ჩვენ ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზეც.

დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერებს შორის უკრაინის გარდა არიან: საქართველო, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, იაპონია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ასევე ევროკავშირი სხვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო