საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

ამბები/ წყარო: mfa.gov.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
ამბებიწყარო: mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/59WMvU74R.webp

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შედგა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ შედეგებზე.

„მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის წარმატებულ რეგიონალურ ფორმატებს საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით და ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა თურქეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს თურქეთის თანადგომისთვის. მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, განაგრძონ მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

erimedia_ravk/t-CEv874g.jpeg
erimedia_ravk/up7yv8nVg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო