გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა წინადადებების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს კონკრეტული წინადადებები გაუგზავნა, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას.
რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება ივლისში დატოვა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები საკუთარი სურსათისა და სასუქების ექსპორტის გასაუმჯობესებლად არ დაკმაყოფილდა.
„მივიჩნევ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება, რომელიც შეიძლება იყოს [შეთანხმების] განახლების საფუძველი, მაგრამ განახლება, რომელიც უნდა იყოს სტაბილური. არ შეიძლება გვქონდეს შეთანხმება, რომელიც მუდმივად კრიზისშია. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც მუშაობს და ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო