erimedia_ravk/sHLnLC7IR.jpeg

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს

ამბები
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს
ამბები

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს

erimedia_ravk/sHLnLC7IR.jpeg
28 ოქტ

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.

აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორი იორდანიაა.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”.

რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ ყველა მძევალი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ერთხელაც არ არის მოხსენიებული მოძრაობა „ჰამასი”, რამაც ისრაელის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.

რეზოლუციის მხარდამჭერებს შორისაა: ჩინეთი, ირანი, სირია, საუდის არაბეთი, რუსეთი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, ირლანდია, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი.

იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არიან: აშშ-ი, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია.

ამასთან, თავი შეიკავა 45 ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ინდოეთი, კანადა, ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციამ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი საპასუხო იერიშის შემდეგ მიიღო. აღნიშნული რეზოლუციის შესრულება სავალდებულო არ არის. მანამდე გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხჯერ ვერ შეძლო რეზოლუციის ტექსტის მიღება, რადგან საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო