გაერო-ს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
9 აგვისტო, 2022

გაერო-ს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
ოფისის სტატისტიკაში მოცემულია იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებმაც ერთხელ მაინც გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით 4,4 მილიონმა ადამიანმა უკრაინის საზღვარი საპირისპირო მიმართულებიდან გადაკვეთეს, ანუ სამშობლოში დაბრუნდნენ.
უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა, დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა, მეორე ადგილზეა გერმანია 900 ათასი ლტოლვილით, ხოლო მესამეზე ჩეხეთი, 400 ათასი ლტოლვილით.
გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის საზღვარი დაახლოებით 1,9 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა.
ავტორი - გიორგი აფხაიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
