გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/3ZnlC_74R.webp

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მიგრაციის სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ. „შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა წარმოაჩინეს დიასპორის მდგრადი და ეფექტური ჩართულობის საუკეთესო გამოცდილება. ხაზი გაუსვეს დიასპორის წარმომადგენლების რესურსსა და შესაძლებლობებს, რომლის მეშვეობითაც მათ ფასდაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ძირითადი პანელის შემდგომ, პირველ მომხსენებლად, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ისაუბრა კრიზისულ პერიოდში (განსაკუთრებით - გლობალური პანდემიის დროს) ადგილსამყოფელ ქვეყნებში მყოფ თანამემამულეებთან ერთობლივად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზოგადოებას გააცნო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო