გამოკითხვების თანახმად, იტალიაში ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
გამოკითხვების თანახმად, იტალიაში ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს
ამბებიწყარო: imedinews.ge

გამოკითხვების თანახმად, იტალიაში ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/29e5oln4g.jpeg

გამოკითხვების თანახმად, 25 სექტემბერს დაგეგმილ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს, ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“, მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალია“ სამთავრობო კოალიციას ჩამოაყალიბებენ.​

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მელონი და სალვინი ევროკავშირს აკრიტიკებდნენ და ბრიუსელს ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. ამის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპას „აქვს შესაბამისი ბერკეტები“ იმ შემთხვევისთვის, თუ იტალიაში პროცესები „რთული მიმართულებით წავა“.

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, ულტრამემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლას შეუშალოს ხელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ჯუზეპე კონტეა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში მარიო დრაგის კაბინეტს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რის გამოც დრაგის თანამდებობის დატოვება მოუწია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო