განათლების სამინისტრო - ვგმობთ პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თსუ-ში
11 ივნისი, 2022
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის „მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“.
„სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თსუ-ს სტუდენტების პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარება.