erimedia_ravk/VLfY3xNIg.jpeg

განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

ამბები
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
ამბები

განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

erimedia_ravk/VLfY3xNIg.jpeg
30 ნოე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 პუნქტი - 23 ნოემბრის მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - ამ სახელწოდებით ენმ-მა და მისმა დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს.

„ვარდების რევოლუციიდან" 20 წლის თავზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. 11-პუნქტიან მანიფესტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.

აღნიშნულ საკითხს ოპოზიციურ პარტიაში შიდა განხეთქილება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი წინამორბედი ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის.

ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, გარიცხულია თუ არა ნიკა მელია პარტიიდან ხაბეიშვილმა ბუნდოვანი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არავის გაურიცხავს და მანიფესტზე უარის თქმით ეს თავად მელიამ გააკეთა.

მოგვიანებით, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტიკური საბჭოს 20 ახალი წევრი წარადგინა და აღნიშნა, რომ კარი ღია რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა, ისინი შეუერთდნენ „ერთობის მანიფესტს“.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო