„გარდიანი“ - ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„გარდიანი“ - ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება
ამბებიწყარო: 1tv.ge

„გარდიანი“ - ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/UQ6h_EZVR.jpeg

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება. „გარდიანის“ ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მიიღებს. გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღებას იოლად ვეღარ შეძლებენ, გაიზრდება სავიზო მოსაკრებელიც. როგორც „გარდიანი“ წერს, ეს ნაბიჯი მიმართულია რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის შეზღუდვისკენ, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მოითხოვს. როგორც ევროგაერთიანებაში განაცხადეს, „ევროკავშირმა უნდა მიმართოს რუსეთის მოქალაქეებს მკაფიო გზავნილით, რომ ომი მიუღებელია“. „გარდიანის“ ცნობით, წლის ბოლომდე ევროკავშირი, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 30 აგვისტოს, პრაღაში იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეჩერების მომხრეა. მათ შორისაა ფინეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. თუმცა, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი, ამ ინიციატივას არ ეთანხმებიან.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო