„გარდიანი“ - ქართველი ვუნდერკინდის „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა
27 აგვისტო, 2022
ცნობილმა ინგლისურმა გამოცემა „გარდიანმა“ სტამბოლში გამართული ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა – ავტორმა ჯგუფური ეტაპის პროგნოზები გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ვარაუდი გამოთქვა, რომ „ნაპოლი“ შემდეგ ეტაპზე გავა.
გამოცემის ავტორი დარწმუნებულია, რომ ყველა ინგლისური გუნდი შემდეგ ეტაპზე ითამაშებს და ივარაუდა, რომ „ნაპოლი“ შემდეგ ეტაპზე გავა – ამავე დროს, „ლივერპულს“ იტალიელებთან რთული თამაში უწინასწარმეტყველა. ორივეს მიზეზად კი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოხვდნენ „აიაქსი“, „ლივერპული“, „ნაპოლი“ და „რეინჯერსი“.
„A ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავლენ „ნაპოლი“ და „ლივერპული“. სპალეტის გუნდს რაც შეეხება – ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ყოველთვის რთული გუნდია გასვლითი თამაშის დროს“, – წერს გამოცემა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო