„გარდიანი“ - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„გარდიანი“ - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება
ამბებიწყარო: 1tv.ge

„გარდიანი“ - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება

22 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/kdn6z7W4g.jpeg

გამოცემა „გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული სიტუაცია და უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.

ლვოვში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სპეციალური ზომების მიღებისკენ უნდა მოუწოდოს.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა.

ავტორი - თამთა რუხაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო