გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა
ამბებიწყარო: 1tv.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/oWrz-6W4g.jpeg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს 25 თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება.

„შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა. 2022 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საწარმოს ეზღუდება საქმიანობის, მეტალურგიული წარმოების განხორციელება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს. მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად; ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო