გარკვეული კატეგორიის პირთათვის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საგარეო უწყებისთვის მიმართვა შესაძლოა, შეიზღუდოს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გარკვეული კატეგორიის პირთათვის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საგარეო უწყებისთვის მიმართვა შესაძლოა, შეიზღუდოს
ამბებიწყარო: 1tv.ge

გარკვეული კატეგორიის პირთათვის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საგარეო უწყებისთვის მიმართვა შესაძლოა, შეიზღუდოს

4 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/e_gEUSG4R.png
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მომზადებას აპირებს. საგარეო უწყება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საშემოდგომო სესიის საქმიანობის იმ გეგმაში საუბრობს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ უკვე წარუდგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას უშვებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის N256 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ბინადრობის ნებართვისა და ვიზის ქონის შემთხვევაში, უცხოელს უფლება აქვს (აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე) შემოვიდეს საქართველოში და იმყოფებოდეს 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით და რაც მათ ასევე არ უზღუდავს საიმიგრაციო ვიზაზე მიმართვის შესაძლებლობას.

მთავრობის ცნობით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ზემოაღნიშნული პირები ბოროტად იყენებენ კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით დადგენილ შესაძლებლობას (საქართველოში შემოვიდნენ მოკლევადიანი ვიზიტით და არა საიმიგრაციო მიზნებით) და სამინისტროს მიმართავენ საიმიგრაციო ვიზის გაცემის მოთხოვნით.

„ცხადია, რომ მათი მიზანია ხანგრძლივ პერსპექტივაში ბინადრობის ნებართვის აღება, რისთვისაც საჭიროებენ კანონით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობას, რაც თავის მხრივ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და ამასთან, კონტროლის მიღმა ტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების ელემენტსაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კანონის მოქმედი ნორმების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, დღის წესრიგში დადგა კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობის საკითხი, რომლის მიზანია, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა წრეს შეეზღუდოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საიმიგრაციო ვიზის მიღების მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობა“, – განმარტავს მთავრობა.

ახალი რეგულაციების ფარგლებში იგეგმება აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება და რიგი ნორმების შინაარსის დაზუსტება. კერძოდ, იმ პირთა წრის დაზუსტება, რომლებზეც გაიცემა საქართველოს ვიზა; საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამიჯვნა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გაფართოება; საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძვლების ერთმანეთისგან გამიჯვნა/დაზუსტება (რადგან ვიზის შეწყვეტის საფუძვლები არ არის ამომწურავი და საჭიროებს განვრცობას).

„კანონის მოქმედი რედაქცია საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებში მოიაზრებს, როგორც ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საფუძვლებს, ასევე ვიზის შეწყვეტის საფუძვლებს. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვიზა შეიძლება, შეწყდეს არა მხოლოდ უცხოელის საქართველოში ყოფნის პერიოდში, არამედ საქართველოში შემოსვლამდეც. შესაბამისად, მიზანშეწონილია ვიზის შეწყვეტის საფუძვლების ცალკე გამოყოფა“, – აღნიშნულია მთავრობის გეგმაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო