გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/CntQbKi4R.webp

გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განუცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სიჭინავას განმარტებით, ნუგზარ შუშანია „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა. „პარტია ყოველ ასეთ შემთხვევასთან მიმართებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს. ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც შემჩნეული იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან რაიმე ფორმით მოსყიდვაში, გადაბირებაში ან თანამშრომლობაში, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს მხრიდან, პარტიიდან გარიცხვიდან შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ხედავთ, ჩვენი ინფორმაცია მეორე დღესვე დადასტურდა. ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს პარტიაში ვერ იქნება,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების, მათ შორის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების დევნაზე აქტიურადაა გადასული.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება აქტიურადაა გადასული ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების დევნაზე. ისინი სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. კარგად იცით, რომ კრიმინალური სამყარო პირდაპირ არის ჩართული ამ ყველაფერში,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, პარტია “საქართველომ” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები - ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გარიცხეს“. პარტიის ინფორმაციით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო