გაზპრომი იტალიას გაზის მიწოდებას უწყვეტს

ამბები/ წყარო: www.bloomberg.com
გაზპრომი იტალიას გაზის მიწოდებას უწყვეტს
ამბებიწყარო: www.bloomberg.com

გაზპრომი იტალიას გაზის მიწოდებას უწყვეტს

1 ოქტ

erimedia_ravk/Bp0Pw544R.jpeg

"გაზპრომი" წყვეტს რუსული გაზის იტალიისთვის მიწოდებას, რაც ევროპაში ენერგო კრიზისს კიდევ უფრო გააძლიერებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

„დღეის მდგომარეობით „გაზპრომი“ აღარ აწვდის გაზს Eni-ს“, - განაცხადა იტალიის უმსხვილესი ნავთობკომპანიის Eni SpA-ს წარმომადგენელმა.

"გაზპრომი" იტალიას იმ მილსადენის საშუალებით ამარაგებს, რომელიც ავსტრიაზე გადის. როგორც ჩანს, ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ იტალიას შეუწყდა, ვინაიდან ავსტრიას გაზი კვლავ მიეწოდება.

"გაზპრომმა" შაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მან შეაჩერა ავსტრიის გავლით იტალიაში გაზის მიწოდება, ვინაიდან, სექტემბრის ბოლოს ავსტრიაში განხორციელებული მარეგულირებელი ცვლილებების შემდეგ, ავსტრიულმა ოპერატორმა უარი თქვა „სატრანსპორტო ნომინაციების“ დადასტურებაზე. "გაზპრომის" თქმით, ისინი იტალიურ მხარესთან ერთად მუშაობენ ამ საკითხის გადასაჭრელად. Eni-მ თავის მხრივ დაადასტურა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად "გაზპრომს" მიმართა. ავსტრიის ენერგო მარეგულირებელს E-control-ს ელექტრონული წერილისთვის, რომლითაც მას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვეს, დაუყოვნებლივ არ უპასუხია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო