erimedia_ravk/MsDwiq2SR.jpeg

გელა ნიკოლაიშვილი - ნავალნის სიკვდილის თემაზე იმ ქართველი ჯალათებისა და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშია ატეხილი, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ

ამბები
გელა ნიკოლაიშვილი - ნავალნის სიკვდილის თემაზე იმ ქართველი ჯალათებისა და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშია ატეხილი, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ
ამბები

გელა ნიკოლაიშვილი - ნავალნის სიკვდილის თემაზე იმ ქართველი ჯალათებისა და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშია ატეხილი, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ

erimedia_ravk/MsDwiq2SR.jpeg
17 თებ

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე კონკრეტული ქართველი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, ნავალნი ყველა შემთხვევაში მორალური გმირია, თუმცა, მისი სიკვდილის გამო იმ ადამიანებმაც გამოთქვეს პროტესტი, რომლებსაც 2012 წლამდე, საქართველოს ციხეებსა თუ მის გარეთ მოკლულ ადამიანებზე კითხვები არ გასჩენიათ - პირიქით, დღესაც ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” სადისტური ქმედებების გამართლებას.

მისივე თქმით, ნავალნისთან სააკაშვილის შედარება ამაზრზენია, ვინაიდან მათი მდგომარეობა და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების მიზეზები დიამეტრულად განსხვავდება.

„მოკლეს თუ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი?

რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მიმართ საქართველოში სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ მისი მაგინებლებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებების პოზიციებიდან ნავალნი უშიშრად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას და 2021 წელს შეგნებულად დაბრუნდა გერმანიიდან რუსეთში იმ მომენტში, როდესაც სრულიად აშკარა იყო, რომ დააპატიმრებდნენ და ხანგრძლივი ვადით პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამიტომ მისი მხრიდან ეს იყო თავგანწირვის აქტი და ამის არ-დანახვა, არ-შეფასება და არ-დაფასება უსამართლობა იქნებოდა. ამ ფონზე იმის დამტკიცებასაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ნავალნი ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ ის იქ მოკლეს. ყველა შემთხვევაში ის მორალური გმირია.

რაც შეეხება ნავალნის სიკვდილის თემაზე ატეხილ იმ ქართველი ჯალათების და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშს, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, მათ არასოდეს აწუხებდათ სანდრო გირგვლიანის, როინ შავაძის, სერგო თეთრაძის და სხვების არათუ სავარაუდო, არამედ განაჩენებით დადასტურებული მკვლელობები. პირიქით, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაშიც ისინი მუდამ ცდილობენ გაამართლონ თავისი პარტიის სადისტური ქმედებები. სწორედ ასეთ რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღესაც ემსახურებიან ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ენჯეოს ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში სიამოვნებით სვამენ კითხვებს, მაგრამ მათ არანაირი კითხვის ნიშანი დღესაც კი არა აქვთ ნაც-ხელისუფლებასთან. უკეთეს შემთხვევაში ნიკა გვარამიასავით საკუთარი დანაშაულისაგან დისტანცირების მიზნით იძახიან: „ნწუ... ნწუ... ნწუ... რა არადემოკრატიული იყო ის რეჟიმი“-ო.

კიდევ უფრო ამაზრზენია სააკაშვილის შედარება ნავალნისთან. გავიხსენოთ, რომ თითქმის 2 წლის მანძილზე სასტუმროს ტიპის ოროთახიან პალატაში მყოფმა სააკაშვილმა საზოგადოებას თავი მხოლოდ საკუთარ „სიკვდილისწინა მდგომარეობაზე“ წუწუნით დაამახსოვრა და მოაბეზრა, ხოლო თითქმის 3 წლის მანძილზე ციხეების საჯარიმო იზოლატორებში გამოკეტილ ნავალნის ერთხელაც არ დაუწუწუნია, ის აქეთ ამხნევებდა საკუთარ მომხრეებს და არასოდეს მოუწოდებდა საკუთარი თავის გამოხსნისკენ. დიამეტრულად განსხვავდებოდა მათი დაბრუნების მიზეზები და მიზნები რუსეთში და საქართველოში. თუ რუსეთში დაბრუნებისას ნავალნი მართლაც იდეისთვის მსხვერპლად შესაწირად იყო მზად, საქართველოში სააკაშვილის შემოპარვის მიზეზი და მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა არეულობისა და ქაოსის გამოწვევის გზით, ხოლო დაპატიმრების შემდეგ თავის მომხრეებს თავს ამეტებდა, ნახეთ, თქვენი გულისთვის თავი გავწირეო.

ამიტომ, რაც უნდა თავი შეადაროს, სააკაშვილი ნავალნისგან განსხვავებით მორალურ გმირად ვერასოდეს იქცევა, ის ვიღაცებისთვის დარჩება მხოლოდ ბელადად“, - წერს გელა ნიკოლაიშვილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო