erimedia_ravk/1eeWmvgIg.jpeg

გენერალი მარკ მილი - თუ საბოლოო მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინაა, რომლის ტერიტორიაც ხელუხლებელია, ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო

ამბები
გენერალი მარკ მილი - თუ საბოლოო მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინაა, რომლის ტერიტორიაც ხელუხლებელია, ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო
ამბები

გენერალი მარკ მილი - თუ საბოლოო მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინაა, რომლის ტერიტორიაც ხელუხლებელია, ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო

erimedia_ravk/1eeWmvgIg.jpeg
19 აგვ

თუ საბოლოო მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინაა, რომლის ტერიტორიაც ხელუხლებელია, ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. ეს არის ხანგრძლივი, ძალიან რთული ომი, რომელსაც დიდი დანაკარგები მოჰყვება. ამ მიზნების მიღწევა სამხედრო საშუალებებით შეიძლება, რაც დიდ დროს წაიღებს, თუმცა ამ მიზნების მიღწევა ასევე შესაძლებელია დიპლომატიური მეთოდებით, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ The Washington Post-ს განუცხადა.

„მე თავიდანვე ვმონაწილეობდი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, და არანაირი შეფერხება მიწოდების მხრივ არ ყოფილა. უკრაინას მივაწოდეთ ძალიან ბევრი შეიარაღება, ტექნიკა, საბრძოლო მასალები, გარდა ამისა, აღმოვუჩინეთ ძალიან დიდი არასამხედრო ტიპის დახმარება. ასე რომ, საჭირო დროს უკრაინას მივაწოდეთ საჭირო რაოდენობის აღჭურვილობა, რაც მათ კონკრეტულ მომენტში არსებული მიზნების მისაღწევად სჭირდებოდათ. რაც შეეხება კონტრიერიშს, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი, რომ ეს იერიში იქნებოდა ხანგრძლივი და სისხლიანი - სწორედ ამას ვხედავთ ახლა“, - აცხადებს მარკ მილი.

კითხვაზე, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა იგულისხმება „გამარჯვებაში“.

„უკრაინისთვის ეს არის ეგზისტენციური ბრძოლა, ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა ევროპისათვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ არსებული წესები კვლავაც მოქმედებდეს. პუტინმა პირდაპირ დაარღვია საერთაშორისო წესრიგის ნორმები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. თუ საბოლოო მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინაა, რომლის ტერიტორიაც ხელუხლებელია, ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. ეს არის ხანგრძლივი, ძალიან რთული ომი, რომელსაც დიდი დანაკარგები მოჰყვება. ამ მიზნების მიღწევა სამხედრო საშუალებებით შეიძლება, რაც დიდ დროს წაიღებს, თუმცა ამ მიზნების მიღწევა ასევე შესაძლებელია დიპლომატიური მეთოდებით“, - აღნიშნა მარკ მილიმ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო