გერმანია მოლდოვას უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში დაეხმარება

ამბები/ წყარო: ria.ru
გერმანია მოლდოვას უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში დაეხმარება
ამბებიწყარო: ria.ru

გერმანია მოლდოვას უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში დაეხმარება

1 ოქტ

erimedia_ravk/rgUBo5VVR.webp

გერმანია კიშინიოვს არმიისთვის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სამხედრო ტექნიკის შეძენაში დაეხმარება. ამის შესახებ შაბათს გამართულ ბრიფინგზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

მანამდე მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ მედიას განუცხადა, რომ მოლდოვას ეროვნული არმია 6,5 ათას სამხედრო მოსამსახურეს და 2 ათას სამოქალაქო პირს მოიცავს, ხოლო მისი სამხედრო აღჭურვილობა - ძველი საბჭოთა ტექნიკაა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ აუცილებლად მიაჩნიათ შეიარაღების შეძენა, რეგიონული კრიზისის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და საზღვრების გამაგრებისათვის. ტელეარხებთან ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ვალერი მიჟამ განაცხადა, რომ მოლდოვას არმია, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, 40 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე ჯავშანტექნიკას, საკომუნიკაციო საშუალებებს და უპილოტო საფრენ აპარატებს მიიღებს, რაც უკვე წელს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გამორმაგების საშუალებას იძლევა.

"საიდუმლო არ არის, რომ გერმანია მოლდოვას ქვეყნის ეროვნული არმიისთვის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სამხედრო ტექნიკის შეძენაში დაეხმარება. დეტალების შესახებ არ ვისაუბრებ: ახლა ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო არ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილებას მივაღწევთ", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე.

თავის მხრივ, მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გერმანია მოლდოვას დიდი ხანია მხარს უჭერს.

"მოლდოვას თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელია გერმანიასთან თანამშრომლობს. სწორედ მათი დახმარებით გარემონტდა იარაღის საწყობები და განადგურდა ვადაგასული სახიფათო საბრძოლო მასალა. ასევე, ჩვენი არმია უზრუნველყოფილი იქნა საბრძოლო მასალების გადასაზიდად საჭირო სატრანსპორტო საშუალებებით. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წყალობით, მთელი რიგი მოლდოველი ოფიცრებისა გადიან სამხედრო წვრთნას“, - განაცხადა ანატოლი ნოსატიმ.

მოლდოვას ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შესახებ, თუმცა, 1994 წლიდან მოყოლებული მოლდოვა, ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის ფარგლებში, ნატო-სთან თანამშრომლობს. მოლდოვაში ასევე მდებარეობს ალიანსის საინფორმაციო ცენტრი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო