გერმანიაში 4.8 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს
22 სექტემბერი, 2022

გერმანიაში, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ამოქმედებიდან, 4.8 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს, - ინფორმაციას Spiegel-ი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ თანხის ნახევარზე ოდნავ ნაკლები გერმანულ ბანკებში რუსი მფლობელების სახსრებია. 1 მილიარდ ევროზე მეტი მოძრავი ქონების ღირებულებაა, მათ შორისაა იახტები, რომლებიც რუსეთის სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია. დანარჩენი არის უძრავი ქონება და სხვა სახის აქტივები.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სანქციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე.
გერმანელი ექსპერტების აზრით, წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მინიმუმ 6%-ით შემცირდება.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო