გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი დღეს გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი დღეს გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი დღეს გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/8fKSpgnVR.jpeg

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დღეს გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს.

წინასწარი ინფორმაციით, ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

„ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის, მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ მუშაობა და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

ავტორი - თამარ წიკლაური

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო