გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებელი ორგანო - გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა ვითარება დაძაბულია, არ არის გამორიცხული, მომავალში მდგომარეობის გაუარესება
3 სექტემბერი, 2022

გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა, ვითარება დაძაბულია და არ არის გამორიცხული, მომავალში მდგომარეობის გაუარესება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკულმა მარეგულირებელმა ორგანომ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ევროკავშირს „ჩრდილოეთ ნაკადი1-ით“ გაზის მიწოდების შეწყვეტა გაუხანგრძლივა.
რუსეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს უნდა განეახლებინა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდება ვერ აღდგებოდა და ამის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.
„რუსული მხარის მიერ დასახელებული დეფექტები არა რის ტექნიკური მიზეზი ოპერაციებს შესაჩერებლად“, – ნათქვამია გერმანული მარეგულირებლის ყოველდღიურ ანგარიშში.
კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად1“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს შეუჩერა. სარემონტო სამუშაოები სამი დღე უნდა გაგრძელებულიყო.