გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას
ამბებიწყარო: 1tv.ge

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/DwH1ski4g.jpeg

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით სირთულეების შექმნის შემთხვევაში.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა.

„დიახ, ის გამორიცხავს მსგავს შესაძლებლობას“, – განაცხადა ჰებეშტრაიტმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გერმანიის კანცლერი გაზსადენის ამუშავების შესაძლებლობას ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით შესაძლო სირთულეების შექმნის შემთხვევაში.

ჰებეშტრაიტის თქმით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ იქნა სერტიფიცირებული და ამ დროისთვის მისი სერტიფიცირება არ იგეგმება, შესაბამისად, მისი ექსპლუატაციაში გაშვება არ იგეგმება.

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიას წინ რთული თვეები ელოდება რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების გამო, თუმცა ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მიმდინარეობს.

ამასთან, ჰებეშტრაიტმა აღნიშნა, რომ ყველაფრისდა მიუხედავად გერმანია და საერთაშორისო პარტნიორები კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამართლებულად მიიჩნევენ და არ გეგმავენ მათ გაუქმებას.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო