გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის ფონზე ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს
25 ივლისი, 2022
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის ფონზე ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.
შტაინმაიერის თქმით, ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გაგვხლიჩონ, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გაერთიანებული ევროპის დიდი სამუშაო განადგურებული იყოს“,- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საუბარი ეხება არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, არამედ საუბარი ეხება ღირებულებების ერთობას. შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ ამ ღირებულებების დაცვა ნიშნავს სერიოზული უხერხულობების მიღებას.
„მზად ვართ თუ არა ჩვენ ამისთვის? ჩვენ ყველა ვდგებით ამ კითხვის წინაშე“,- განაცხადა შტაინმაიერმა.